მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ 19 წლის პოპ-ვარსკვლავს, ბილი აილიშს „ინსტაგრამზე“ ფანების არმია ჰყავს, ამ დროისთვის არტისტის სოციალურ ქსელში 73 მილიონი გამომწერი ფიქსირდება. თუმცა მალე აღნიშნული მონაცემები შეიძლება კიდევ შემცირდეს.
საქმე ისაა, რომ აილიშმა ონლაინ ფლეშმობში მიიღო მონაწილეობა, სადაც მას ტელეფონზე დაყენებული ფონის გამოაშკარავება სთხოვეს, აღმოჩნდა რომ ბილის ტელეფონზე შიშველი ქალების ფოტოები ჰქონდა დაყენებული. აღიშნულმა ფაქტმა მისი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია, შედეგად თაყვანისმცემლებმა არტისტის გვერდის გამოწერა გააუქმეს. ბილიმ ათასობით გამომწერი დაკარგა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვარსკვლავს აკრიტიკებენ, მისი ჩაცმის სტილი მუდამ საზოგადოების განხილვის საგანია.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ბილი აილიში ,,ტიკ ტოკზე” დარეგისტრირდა. მას მომხმარებლის სახელის ნაცვლად, CoochieDestroyer უწერია. 18 წლის არტისტმა პლატფორმაზე უკვე რამდენიმე ვიდეოს განთავსებაც მოასწრო. სახალისო ვიდეოებს უკვე 150 მილიონზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.
ვიდეო: ბილი აილიში „ტიკ ტოკზე“ დარეგისტრირდა - ნახეთ არტისტის სახალისო ვიდეოები
განსაკუთრებული რეაქცია ერთ ვიდეოს მოჰყვა, სადაც ბილი გიტარის რიფს პირში იდებს