რამდენიმე დღის წინ, 18 წლის არტისტი, ბილი აილიში ლოს-ანჯელესის ქუჩებში უჩვეულო ფორმაში შენიშნეს. პატარა, თინეიჯერი გოგონასგან აღარაფერი დარჩა. ბილიმ უარი თქვა დიდი ზომის ტანისამოსზე და ქუჩებში საშინაო ტანისამოსით, შორტით, ამოღებული მაისურით და საშინაო ფეხსაცმლით გამოჩნდა, რომელიც სქელ წინდებზე ეცვა. მომღერალი წონაში საგრძნობლადაა მომატებული.
„ეს ბილი აილიშია?“, „სად წავიდა პატარა, საყვარელი გოგონა“, „ბილი პამელად გარდაიქმნა“, „მკერდი გაიდიდა“, „ამას მალავდა დიდი მაისურის ქვეშ?“, – არ წყდება ინტერნეტში შეფასებები.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი კონცერტის დასაწყისში, 18 წლის მომღერალმა „ბოდიშეიმინგის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიხადა. ვიდეო დიდ ეკრანზე აჩვენეს. არტისტი ნელ-ნელა იხდის და სტიგმებსა და კომპლექსებზე საუბრობს:
„სხეული, რომლითაც დავიბადე, არაა ისეთი, როგორიც გინდოდათ რომ ყოფილიყო? თუ ის მაცვია, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ? თუ ტანისამოსს ვიხდი, მსუბუქი ყოფა-ქცევის ვარ? იმის მიუხედავად, რომ ჩემი სხეული არ გინახავთ, მაინც განმსჯით, რატომ?” – ამბობს 18 წლის არტისტი ვიდეოში.