LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დასაჯა ათათურქმა ბორის ჯონსონის დიდი ბაბუა სიკვდილით – ბრიტანელი პოლიტიკოსი თურქულ-ჩერქეზული ფესვებით

52112
Untitled design - 2022-03-07T183140.996

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ბოლო დროს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ხშირად აკრიტიკებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.  ბრიტანეთის პრემიერს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მას ჩერქეზული ფესვები აქვს.

ბორის ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს, აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკში დაიბადა.

მისი დიდი ბებია ჩერქეზი იყო, დიდი ბაბუა ალი ქემალი კი – თურქი, რომელიც დიდხანს მსახურობდა ჟურნალისტად, შემდეგ კი აჰმედის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეზირი იყო.

ის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა სომხეთში განხორციელებული გენოციდის გამო 1915 წელს.

ალიმ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქემალ ათათურქი. მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან ბრძანა ალის დაპატიმრებაც, მოგვიანებით კი, ჯონსონის დიდი ბაბუა სიკვდილით დასაჯეს.

 

 

სწორედ, ამ მოვლენებმა გამოიწვია ჯონსონის ბაბუის ემიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1970 წლის დასაწყისში ბორისის მშობლები ბრიუსელში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ბორის ჯონსონი მისი მშობლების პირველი შვილი იყო.

 

 

ბორის ჯონსონმა დაწყებითი განათლება ბრიუსელის ევროპულ სკოლაში მიიღო, ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ კი სწავლა განაგრძო აღმოსავლეთ სასექსის მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ კი ეტონ კოლეჯში.

 

ბორის ჯონსონი – ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, 1982 წელი – ფოტო the times.

 

1983-1984 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა კლასიკურ ლიტერატურას. უნივერსიტეტში აირჩიეს სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტად.

მომავალმა ბრიტანეთის პრემიერმა კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო. ჟურნალისტობის დროს მისი ცხოვრება მარტივი არ იყო.

ერთი წლის განმავლობაში  „თაიმში“ სტაჟიორად მუშაობდა.

გაათავისუფლეს, რადგან მისი სიტყვები ერთ-ერთ ცნობილ ფილოსოფოსს მიაწერა. ამის გამო ის დაცინვის ობიექტი გახდა.

1987 – დაიწყო მუშაობა The Daily Telegraph-ში.
1989 წლიდან 1994 წლამდე ჯონსონი იყო ამ გაზეთის კორესპონდენტი ბრიუსელში და 1994 წლიდან 1999 წლამდე. იყო  The Daily Telegraph-ის ასოცირებული რედაქტორი და წამყვანი პოლიტიკური კომენტატორი.
1998 წელს მან დაიწყო წვლილის შეტანა BBC-ის პროგრამაში “Have I Got News for You”.

ბორის ჯონსონს ბრიტანული მედიის ინფორმაციით ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა.

1987 წლის სექტემბერში, ჯონსონი ალეგრა მოსტინ-ოვენ-ზე დაქორწინდა. წყვილმა ერთად სამი წელი იცხოვრა.
მეორედ 1993 წელს დაქორწინდა.
დაქორწინდა მარინა უილერზე, ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის სერ ჩარლზ უილერის ქალიშვილზე.
ოთხი შვილი ჰყავთ – ორი გოგონა და ორი ბიჭი.
მისი მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ ის ძალიან კარგი მეოჯახე იყო.
2000-დან 2004 წლამდე, ჯონსონს რომანი ჰქონდა გაზეთ Spectator-ის მიმომხილველ პეტრონელა უაიტთან, როდესაც ამავე გაზეთის რედაქტორად მუშაობდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთობას მოჰყვა ერთი აბორტი და ერთი ნაადრევად  შეწყვეტილი ორსულობა.
2006 წლის აპრილში, გაზეთმა News of the World  კი განაცხადა, რომ ჯონსონს რომანი ჰქონდა ჟურნალისტ ანა ფაზაკერლისთან;
წყვილს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ფაზეკლერმა ჯონსონთან დაიწყო მუშაობა.
2009 წელს, ჯონსონს, ხელოვნების კონსულტანტ ჰელენ მაკენტაირთან ქალიშვილი შეეძინა. დიდი ხნის განმავლობაში, საზოგადოებაში ბევრი ჭორი დადიოდა ჯონსონის სხვა შვილების შესახებ, თუმცა პრემიერ-მინისტრმა არ დაადასტურა.

2018 წლის სექტემბერში, ჯონსონმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოსახლეობას უილერთან განქორწინების შესახებ შეატყობინა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ.

განქორწინების პროცესი, საბოლოოდ, 2020 წლის ნოემბერში დასრულდა.

 

 

2019 წელს, ჯონსონმა ცხოვრება დაიწყო კერი საიმონდსთან. 2020 წლის 29 თებერვალს, წყვილმა ნიშნობის შესახებ შეატყობინა მოსახლეობას და აცნობა, რომ პირველ საერთო შვილს ზაფხულის დასაწყისში ელოდებოდნენ. ვილფრედ ლორი ნიკოლას ჯონსონი 29 აპრილს დაიბადა.

2021 წლის 29 მაისს, ჯონსონი ოფიციალურად დაქორწინდა საიმონდსზე, 30 სტუმრის თანდასწრებით.

2021 წლის ივლისში, წყვილმა საზოგადოებას შეატყობინა მეორე ორსულობის შესახებ, თუმცა კერის მუცელი მოეშალა. მიუხედავად ამ ტრაგედიისა, 2021 წლის 9 დეკემბერს, მათ შეეძინათ გოგონა – რომი აირის შარლოტ ჯონსონი.

ბორის ჯონსონმა პოლიტიკური კარიერა 2001 წელს დაიწყო. ის ბრიტანეთის პალატაში პირველად აირჩიეს.

2008 წელს ის ლონდონის მერად აირჩიეს.

2016 წელს ტერეზა მეის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

2019 წლის 24  ივლისიდან ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია.

 

 

mazda magti 5g