სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რუპერტ მერდოკმა და ენ ლესლი სმიტმა ნიშნობა გააუქმეს. თავდაპირველად მედია იუწყებოდა, რომ ინიციატორი თავად ლესლი სმიტი გახლდათ.
„ენი ვერ ეგუებოდა საზოგადოების ასეთ დიდ ყურადღებას. ის საკუთარ თავში ჩაკეტილია და პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. ისინი მშვიდად დასხდნენ და გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა ერთმანეთს დაშორებოდნენ“, – განაცხადა ინსაიდერმა.
თუმცა, ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ტაბლოიდები წერენ, რომ საცოლეს თავად 92 წლის მერდოკი დაშორდა. ამის მიზეზი ლესლის განსხვავებული რელიგიური მრწამსი გახდა.
66 წლის ლესლი პროტესტანტული მრწამსის აღმსარებელია, ამას კი თურმე მილიარდერი მერდოკი ვერ ეგუებოდა. ინსაიდერის ცნობით, მერდოკის შვილები მათ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ.
92 წლის რუბერტ მერდოკმა ნიშნობა გააუქმა – გაიგეთ მიზეზი
„ვღელავდი, მეშინოდა სიყვარულის“ – 92 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება