LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დატოვა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავები“ სალომე ჭაჭუამ: „ხუთი არაჩვეულებრივი სეზონის შემდეგ, რთული გადაწყვეტილება მივიღე…“

2589
page

სალომე ჭაჭუა „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს მიმართვას, სადაც წერს, რომ ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი მონაწილეობა ამ ეტაპზე დასრულებულია:

„ხუთი არაჩვეულებრივი სეზონის შემდეგ მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავები“ პირადი მიზეზების გამო.

ამ შოუში ჩემი მონაწილეობა ჩემი კარიერის უდიდესი სიამოვნება იყო – ენერგია, კრეატიულობა, შესანიშნავი გუნდი და რა თქმა უნდა, ირლანდიის თბილი სტუმარ-მასპინძლობის სული. ეს ყველაფერი გულწრფელად მომენატრება…

ძალიან ვამაყობ, რომ სამჯერ ფინალში ვიყავი და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე და ავწიო ფინალისტის მთავარი ჯილდო ისეთ ცნობილ სახესთან ერთად, ვინც არ არის წინააღმდეგი, რომ დამატებით ივარჯიშოს.

დიდი მადლობა, ირლანდია, ამ დაუვიწყარი მოგზაურობის თითოეული ნაბიჯისთვის. მიყვარხართ“, წერს სალომე.

ჯერჯერობით, უცნობია, რა პირადი მიზეზების გამო დატოვა სალომემ ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g