LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაიზარდა გაზის ტარიფი რეგიონებში – სემეკის წევრის განმარტება

398
6181297ed90de (2)

დღეიდან დღეიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი ძვირდება. ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან შევიდა ძალაში.

ტარიფის ცვლილება შემდეგი კომპანიების მომხმარებლებს შეეხებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განმარტებით ფასის კორექტირების აუცილებლობა ლარის კურსმა გამოიწვია.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი დაბლა დაიწევს, აღნიშნული ტარიფების გადახედვა მოხდება.

“ტარიფების კორექტირება ლარის კურსიდან გამომდინარე მოხდა. იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეცვალათ ტარიფები (რეგიონები) გაცილებით დაბალ კურსზე იყო დადგენილი, ვიდრე დღეს არის. მათ შეექმნათ სერიოზული პრობლები და აქედან გამომდინარე მოგვიწია ტარიფების გადახედვა.

შესასყიდი გაზის ფასი ფიქსირდება დოლარში, შესაბამისად აღნიშნული კომპანიები ყიდულობენ დოლარში და ყიდიან ლარში. აქედან გამომდინარე, თუ ანაზღაურება ვერ მოხდა, შეუძლებელი იქნება, რომ მომწოდებელ კომპანიებთან ანგარიშსწორება აწარმოონ. ეს უკვე საფრთხეს უქმნის მთლიანად მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

ამიტომ, ერთადერთი კომპონენტი გაზის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების მიღებისა, არის მხოლოდ და მხოლოდ ლარის კურსი. დადგენილი ტარიფების ვადის ამოწურვის შემდეგ, შესახლოა გადაიხედოს ეს საკითხი და შესაბამისად უკვე მინუსით დაკორექტირდეს ფასები, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ცნობისთვის, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები