LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაუუქმეს დიპლომატიური პასპორტები არახამიას, იასკოს და გონჩარენკოს – რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება

461
BeFunky-collage (1)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რატომ გაუუქმეს დიპლომატიური პასპორტები უკრაინის რადას დეპუტატებს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს, ალექსეი გონჩარენკოს და სხვა დეპუტატებს.

ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც უწყება აცხადებს, მათ გააუქმეს 225 დიპლომატიური პასპორტი, ვინაიდან დეპუტატებმა ისინი დროულად არ დააბრუნეს.

დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ

მათივე ცნობით, დიპლომატიური პასპორტი დეპუტატს გაეცემა მხოლოდ ოფიციალური მივლინების დროს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, დეპუტატმა პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დააბრუნოს

„ბოლო თვეებში არაერთხელ მივმართეთ დეპუტატებს პასპორტების დაბრუნების თხოვნით, გვქონდა საუბარი უკრაინის რადასთანაც. ბოლოს ასეთი თხოვნით ივლისის ბოლოს მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია“, – აცხადებენ უწყებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები