LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უკეთესი ვითარებაა აქციების დაწყებისთვის არ მესმის…მცდარ დასკვნებს აკეთებენ და ეს სიკეთეს არ მოუტანთ: ვახტანგ ძაბირაძე

236
ვახტანგ ძაბირაძე

„რატომ ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უკეთესი ვითარებაა აქციების დაწყებისთვის არ მესმის…მცდარ დასკვნებს აკეთებენ და ეს სიკეთეს არ მოუტანთ“, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება ახლა უკრაინის ომზე არის გადატანილი.

„შეწყდეს სააკაშვილის წამება“ – ენმ აჭარაში ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს

„გთხოვთ, დაგვეხმარეთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში“ – სააკაშვილის ოჯახი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ორი წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავეს ცდილობს და აქედან არაფერი გამოდის. უფრო მშვიდი იყო გარე ფაქტორები, უფრო მეტი იყო ყურადღება საქართველოს მიმართ, როდესაც დასავლელი პარტნიორების ყურადღება გამოიხატა „შარლ მიშელის დოკუმენტში“. ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაც და თხოვნაც იყო ის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია ეცნო ოპოზიციას და პარლამენტში შესულიყვნენ. მაშინაც კი, როდესაც საგარეო ფაქტორები უფრო კეთილგანწყობილი იყო, ასე ვთქვათ ოპოზიციის მიმართ, მაშინაც კი არ დასმულა კატეგორიული საკითხი.

დღეს რა შეიცვალა? – მოსახლეობა დღეს გაცილებით დათრგუნულია, გაცილებით მოწყვეტილია შიდა პოლიტიკურ „გარჩევებს“, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო და არ ვიცით რა იქნება და როგორ. ამის გათვალისწინებით, რატომ ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დღეს უკეთესი ვითარებაა საპროტესტო აქციების დაწყებისთვის ნამდვილად არ მესმის. ვფიქრობ, რომ მცდარ დასკვნებს აკეთებენ და ეს სიკეთეს არ მოუტანს თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირველ რიგში სააკაშვილს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ხუხაშვილი: არ მგონია სააკაშვილი საფრთხე იყოს – გაუშვით რა. თავისი ჭია გაახაროს, იყვირებს იქიდან, რა მერე?

სალომე ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

პრეზიდენტი: მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g