საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში “ომის პარტიის” არსებობაზე საუბარი მიუღებელია.
ამასთან როგორ ზურაბიშვილი აღნიშნავს, მას სურს პირადად დაიცვას სახალხო დამცველი.
“მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.
ასევე, არ შეიძლება მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში, სანქციების გვერდის ავლით, მიდის რაღაცა ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა აქ ეჭვი და მე მგონი, არავის როლი არ არის რომ შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვი ჩვენი ქვეყნის მიმართ რამე თუ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.