LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ითვლება თვითმართვა მომავლის უნარად – FM ქოუჩი

36
გვანცა-ბარაბაძე

თვითმართვა, როგორც მომავლის უნარი – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.

რატომ ითვლება თვითმართვა მომავლის უნარად?

დღეს ბევრს ვსაუბრობთ მომავლის უნარებზე და პროფესიებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპეტენციაა თვითმართვა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა მიმდინარე გამოწვევების ფონზე. თვითმართვა ინტერპერსონალური უნარები ერთობლიობაა და მოიცავს: ინიციატივას, აქტიურ სწავლას, დეტალებზე ორიენტაციას, სტრესმედეგობას.

თითოეული ეს უნარი მნიშვნელოვანი და აუცილებელი დღევანდელ გარემოში ეფექტურობისათვის.

  • ინიციატივა გულისხმობს მიმდინარე გამოწვევების ფონზე პასუხისმგებლობის აღებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.
  • აქტიური სწავლის უნარი დაკავშირებული ინფორმაციის გადამუშავებასთან და შესაბამისად სწრაფი გადაწყვეტილების მიღებასთან
  • დეტალებზე ორიენტაცია მოითხოვს სიფრთხილესა და თავდადებას საქმისადმი
  • სტრესმედეგობა მოიცავს მიმდინარე სტრესული გარემოსთან გამკლავების რესურსს, ამასთან ადამიანს ეხმარება უპასუხოს, როგორც პირად ისე სამუშაო გამოწვევებს.

რა ასაკიდან ყალიბდება თვითმართვის უნარი?

თვითმართვის უნარი ბავშვობიდან ყალიბდება. ადრეული ასაკიდან ბავშვები უკვე ავლენენ და ავითარებენ თვითმართვის უნარებს. თუ ადრეული ასაკიდან ხდება ბავშვებში ამ უნარის განვითარება, ზრდასრულობაში ვიღებთ ინიციატივიან და სიახლეებისადმი ღია ადამიანს, რომელიც გარემოში არსებული გამოწვევების მიმართ მყარია და შესაბამისად მართავს მას. თუმცა თვითმართვა ის უნარია, რომლის განვითარებაც ზრდასრულობაშიც შესაძლებელია.

რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმართვა ორგანიზაციაში? ორგანიზაციის პერსპექტივიდან თუ განვიხილავთ თვითმართვა უნარია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას იყოს ეფექტური და მიაღწიოს სასურველ შედეგებს. დღეს როდესაც შეიცვალა სამუშაო პირობები და ადამიანების ნაწილი კვლავ დისტანციურ ან დამოუკიდებელ ფორმატში აგრძელებს მუშაობას, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის თუ როგორ მართავენ ისინი თავის დროს დამოუკიდებლად და რამდენად ეფექტურად იყენებენ არსებულ რესურსებს. შესაბამისად დღეს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი გახდა თანამშრომლებში ამ უნარის განვითარება. თვითმართვის გასაუმჯობესებლად პირველ რიგში მნიშვნელოვანია გაცნობიერება ამ უნარის მნიშვნელობის. გააზრება იმისა თუ რა ღირებულების მომტანია ის ჩემთვის ან ჩემი ორგანიზაციისთვის? შემდეგ შეფასება იმისა ახლა სად ვარ და რა მიმართულებით მაქვს სამუშაო. ამის შემდეგ იწყება განვითარებაზე მუშაობა, არსებობს სხვადასხვა სასწავლო კურსები თუ პროგრამები, რომლებიც ეხმარება უნარზე მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები