ურკაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რაიმე პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ currenttime.tv-სთან განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და უკავშირდება თუ არა ეს საერთო პოლიტიკურ გეგმებს.
“პოლიტიკური გეგმები არ არსებობს. გეგმა იყო ძალიან მარტივი, ადამიანური: მე ვუთხარი პრესას, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს უკანონოდ და სწორედ ამიტომ დავუბრუნე. სულ ეს არის,” – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტი დაინტერესდა, შეხვდა თუ არა ის სააკაშვილს.
“მწერდა, მადლობის ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის მწერდა WhatsApp-ზეც. თუმცა, რატომ მიხდის მადლობას? მე ჩემი საქმე გავაკეთე, შევასრულე ჩემი დაპირება. ძალიან ცოტა დაპირებებს გავცემ, მაგრამ მინდა ისინი შევასრულო,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვეს, ის უკრაინაში 2019 წლის მაისის ბოლოს დაბრუნდა.