LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოუწია 11 წლის ბიჭს უკრაინიდან სლოვაკეთში მარტო ჩასვლა

208
ჰასანი

11 წლის ბიჭმა, ჰასანმა, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან 1200 კმ გაიარა და სლოვაკეთში მარტო ჩავიდა.

როგორც BBC წერს, 11 წლის ჰასანს სახლის დატოვება დედის გარეშე მოუწია. ჰასანის დედამ ვერ მიატოვა მოხუცი დედა, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია. ბიჭს თან ორი ჩანთა, პასპორტი და ნათესავების ტელეფონის ნომრები ჰქონდა. ბიჭს საზღვარზე მოხალისეები გაუმასპინძლდნენ, ხოლო მესაზღვრეები სლოვაკეთის დედაქალაქში ბრატისლავაში ბიჭის ნათესავებს დაუკავშირდნენ.

„ჩემი ქალაქის გვერდით არის ელექტროსადგური, რომელსაც რუსები ბომბავენ. მე ვერ დავტოვე დედაჩემი, რომელიც ვერ მოძრაობს. ამიტომ ჩემი შვილი სლოვაკეთში მარტო გავგზავნე“, – განაცხადა ბიჭის დედამ, იულია პისეცკამ.”

როგორც BBC წერს, სლოვაკეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ჰასანის დედის ვიდეო, სადაც ის მადლობას უხდის ყველას, ვინც ბიჭს დაეხმარა და განმარტა, თუ რატომ გაუშვა ბიჭი მარტო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g