LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეეცვალა ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიება – პროკურატურის განმარტება

147
BeFunky-collage (3)

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციის ყოფლ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა. გადაწყვეტილება სასამართლომ 26 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ოჯახურ ძალადობაში მხილებული პოლიციელი გაათავისუფლეს

პროკურატურის განცხადებით, 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მოწმედ დაიბარა დაზარალებული, რომელმაც ჩვენება არ მისცა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, სასამართლო კი დაეთანხმა.

“დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება – გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დ.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g