LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახურ ძალადობაში მხილებული პოლიციელი გაათავისუფლეს

175
davit cin

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკამაყოფილა და დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.

ცნობისთვის, 28 აპრილს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა და­ვით ცი­ნა­რი­ძემ სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

„აღმერთებდა, ალბათ კარანტინის ბრალია“: რატომ დაჭრა პოლიციის ექს-შეფმა მეუღლე

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძის ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის ხელყოფის მუქარა არ ყოფილა და ყოფილმა პოლიციის უფროსმა მეუღლეს მხოლოდ „ყოფას გიტირებ“ – უთხრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები