LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეიძლება აგიჩქარდეთ გული ჭამის შემდეგ ან ძილი მოგერიოთ? – რას ამბობს კარდიოქირურგი, ლევან ქარაზანიშვილი

3159
ლევან ქარაზანაშვილი

რატომ გვიჩქარდება გული ჭამის შემდეგ? – ცნობილი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი გადაცემაში, „ნამდვილი ექიმები“ ამბობს, რომ აღნიშნული სიმპტომი უმეტესად ქალებში ვლინდება.

მედიკოსი დეტალურად ხსნის, თუ რა ხდება ამ დროს ორგანიზმში:

„მოკლეხნიანი გულის აჩქარება ჭამის შემდეგ შეიძლება საფრთხეს არ წარმოადგენდეს, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ეს საყურადღებო სიმპტომია.

როდესაც საკვებს იღებს ადამიანი, სისხლის დიდი ნაწილი მიედინება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისკენ, ანუ მონელებაზე გადადის.

ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ჭამის შემდეგ ძილი მოერევათ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ამ დროს ტვინს სისხლი აკლდება.

რაც შეეხება გულის აჩქარებას, რადგან ამ დროს სისხლის დიდი ნაწილი მიედინება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისკენ, ამ დროს გულს აკლდება შემომავალი სისხლის ნაწილი, სწორედ ამ დროს ხდება გულის ფრიალი.

ასევე კვების შემდეგ იზრდება არტერიული წნევა, რაც უფრო დიდია ულუფა მით უფრო…

ეს ემართებათ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებსაც, რადგან ამ დროს კუჭი ივსება და აწვება დიაფრაგმას ამ დროს ისეთია გულისცემა, რომ აუცილებელია ექიმს მივმართოთ.

შესაძლოა ამ დროს პაციენტს ჰქონდეს საყლაპავის თიაქარიც და ეს იყოს გულისცემის აჩქარების გამომწვევი მიზეზი.

ასევე ეს შესაძლოა იყოს კონკრეტული საკვების გამოც, ესენია – მარილი, წიწაკა, ყავა, ღვინო (ალკოჰოლი)“ – ამბობს ექიმი.

რატომ შეიძლება აგიჩქარდეთ გული ჭამის შემდეგ

Posted by ნამდვილი ექიმები • The Real Doctors on ორშაბათი, 09 ივნისი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g