LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სპეც ტექნიკის ლიზინგი?

1270
Untitled-3 (13)

მოგოს მრავალი სალიზინგო შეთავაზება აქვს მომხმარებლისათვის და თითოეულის არსებობა განპირობებულია საზოგადოებაში არსებული მოთხოვნებიდან და მოგოს სურვილიდან, რომ მომხმარებლებს რაც შეიძლება მეტ, მათთვის სასურველ სატრანსპორტო საშუალებაზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა. მოგოს ერთ-ერთი პროდუქტი არის სპეც ტექნიკის ლიზინგი, ანუ გადამზიდი ტიპის, სატვირთო მანქანების ლიზინგი. ეს სატრანსპორტო საშუალება სპეც დანიშნულებისაა, მისი ფლობა კი საქმიანობას და დამატებითი შემოსავლის მიღებას უკავშირდება. საბოლოოდ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მოგოს მიზანი სპეც ტექნიკის ლიზინგის შემოღებით, მომხმარებელთა ხელშეწყობაა იმისთვის, რომ მათ დამატებითი შემოსავლების დაგენერირება შეძლონ.

რა არის სპეც ტექნიკა?

უფრო კონკრეტულად, რა არის სპეც ტექნიკა? სპეც ტექნიკაში მოგო გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს მოიაზრებს. ამ ტიპის მანქანები მომხმარებელს ეხმარება გარკვეული წონის ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეში გადაზიდვაში.

იხიეთ სტატია: სპეც ტექნიკის ლიზინგი, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო

რაში შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა სპეც ტექნიკა?

სპეც ტექნიკის, ანუ გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალების ფლობით, მძღოლს შეუძლია, ჩაერთოს მრავალი ტიპის საქმიანობაში და ამით იშოვოს დამატებითი, ან სულაც ერთადერთი შემოსავალი. პირველი, რაც თავში გაიელვებს სპეც ტექნიკის ხსენებისას, არის გარკვეული წონის ტვირთის გადაზიდვა ერთი ადგილიდან მეორეში. ტრანზიტ მოდელების უპირველესი და მთავარი პრაქტიკული დანიშნულება არის ტვირთის გადაზიდვა. ეს სატრანსპორტო საშუალება ეხმარება სწორედ იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც შეიძლება უკავშირდებოდეს ავეჯის, სამშენებლო მასალებისა თუ სხვა ნებისმიერი ნივთის გადაზიდვას.

სპეც ტექნიკის ლიზინგით შეიძლება დაინტერესდეს ის ადამიანი, რომელსაც სურს პერსონალურად გამოიყენოს ეს სატრანსპორტო საშუალება, აიღოს კერძო შეკვეთები ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით და ამგვარად, გაიჩინოს შემოსავალი. ამას გარდა, ტრანზიტ მოდელების ლიზინგი შეიძლება გამოადგეს არა ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირსაც, ანუ კომპანიასაც, მცირე, საშუალო ან სულაც დიდ ბიზნესს. შესაძლოა ვიღაცის საქმიანობა ტვირთის გადაზიდვას უკავშირდება. თუკი ასეთ დროს ბიზნესი გაფართოებას და დამატებითი ტექნიკის შეძენას გადაწყვეტს, მოგოს სპეც ტექნიკის ლიზინგი აუცილებლად აღმოჩნდება ყველაზე სწრაფი და პრაქტიკული გამოსავალი.

სპეც ტექნიკა, როგორც ახალი ბიზნესიდეა

გარდა ტვირთის გადაზიდვისა, კიდევ უამრავი დანიშნულება შეიძლება გამოვუძებნოთ სპეც ტექნიკას. თუკი ფანტაზიას გასაქანს მივცემთ და ამასთან ერთად შესაძლებლობების უსაზღვროობასაც ვირწმუნებთ, მაშინ, რატომ არ შეიძლება სპეც ტექნიკა ვაქციოთ მანქანა-რესტორნად?! როგორ? მთავარია სურვილი, მონდომება და გამბედაობა. მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი „მანქანა-რესტორანი“ არსებობს. საქართველოშიც შეხვდებოდით კონტეინერში მოწყობილ სამზარეულოს, რომელშიც ნებისმიერი ტიპის გემრიელი კერძი შეიძლება მომზადდეს. თუკი ამ კონტეინერს ჩვენს სპეც ტექნიკას ჩავაბამთ, ვიღებთ მოძრავ რესტორანს, რომელიც ქალაქის იმ წერტილში შეიძლება გადაადგილდეს, რომელი უფრო მოთხოვნადი იქნება მომხმარებელთა მხრიდან.
რა დადებითი მხარეები აქვს „მანქანა რესტორანს“?

  • მსგავსი ტიპის კვების ობიექტი არ საჭიროებს ერთი კონკრეტული ლოკაციის შერჩევას, ის არის მობილური და საშუალებას იძლევა ნებისმიერ მომენტში რესტორანი აღმოჩნდეს ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე.

  • ის არ საჭიროებს დიდ საწყის კაპიტალს. არაა საჭირო ფართის შეძენა ან ქირაობა, მისი კაპიტალური მოწყობა, გარემონტება და უამრავი ინვენტარით აღჭურვა. საკმარისია მხოლოდ სამზარეულოს დანადგარების შეძენა და მინიმალურად კონტეინერის ვიზუალის მოწყობა.

  • მსგავსი კვების ობიექტი მომხმარებლისთვის არის უცხო და მიმზიდველი, რაც ბრენდის კარგად შეფუთვის საშუალებას იძლევა.

თუ როგორ უნდა აიღოთ სპეც ტექნიკის ლიზინგი, ამისთვის ეწვიეთ მოგოს ვებგვერდს, ან გაეცანით მოგოს ბლოგს: სპეც ტექნიკის ლიზინგი მოგოში

იხილეთ ჩვენი სტატიები: რატომ ლიზინგი | კანიონები საქართველოში | რატომ უნდა ისარგებლოთ სკუტერით | როგორ შევარჩიოთ საბურავები

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g