ყველა მამაკაცი, ვისაც ჰგონია, რომ ქალი არ ასუქებს, ცდება. ის მოსაზრება რომ ოჯახი, წონის მატებასთან არის კავშირში, სრული რეალობაა.
ეს არასასიამოვნო ფაქტი ახალი კვლევით დასტურდება, რომელიც ავსტრალიაში ქვინსლენდის უნივესიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. ისინი ამ თეორიას 10 წლის განმავლობაში 15000 ადამიანში იკვლევდნენ.
აღმოჩნდა, რომ წყვილი, რომელიც ბედნიერია, საშუალოდ, 5 კილოს იმატებს.
ამას გარკვეულწილად იწვევს ღამით ჭამა, რაც ვიქენდებზე გარდაუვალია და მეწვილესთან ერთად უფრო სასიამოვნოა.
გარდა ამისა, როდესაც ოჯახს ქმნი, ნაკლებად გაქვს მოტივაცია დარბაზში სავარჯიშოდ სიარულისთვის, რადგან უკვე გყავს ვიღაც, ვისაც შენთან ერთად სძინავს. ამ დროს ორი ბოთლი ღვინო, გამოძახებული საკვები ან ნეტფლიქის ყურება უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე აქტიური ცხოვრების რეჟიმი.
სიყვარულის პოვნა და თავის მოვლაზე უარის თქმა, წესით ერთმანეთთან არ უნდა ასოცირდებოდეს – ეს ურთიერთობის არასწორი წესია, რომელსაც წყვილები ხშირად ირჩევენ.
თუმცა ამ ტიპის ადამიანებისთვის, კვლევამ პოზიტიური ნაწილიც გამოავლინა: ადამიანები, რომლებიც ურთიერთობაში არიან, როგორც წესი მოწევას და ცუდ ჩვევებს ამცირებენ, ნაკლებ სწრაფი კვების პროდუქტებს მოიხმარენ და რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული შეაქვთ.
მეცნიერები კვლევის ფარგლებში, 200 ახლადდაქორწინებულ წყვილს აკვირდებონდნენ 4 წლის განმავლობაში – ამ ნაწილმაც დაადასტურა, რომ ბედნიერი ოჯახი ასუქებს. შეიძლება თქვენ მსუქანი არ გახდეთ, თუმცა კილოგრამების მომატება გარდაუვალია.
„კმაყოფილების შეფრძნება წონის მომატებაზე აისახება. მეუღლეები, რომლებიც ურთიერთობით კმაყოფილები არიან, ნაკლებად კმაყოფილებთან შედარებით ბონუსად, მეტ კილოგრამებს იღებენ“ – ამბობს უფროსი მკვლევარი ანდრეა მელცერი.
ასე, რომ თუ თქვენ ურთიერთობის შემდეგ მოიმატეთ, არ იდარდოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერი ხართ და მომატებული კილოგრამები სწორედ ბედნიერების საზომია.
თუმცა, ბედნიერებისა და კმაყოფილების მიუხედავად, მაინც უკეთესია, თუ მოტივაცია არ დაიკარგება და ცხოვრების ჟანსაღ წესს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ.