სანამ ახალი წელი დადგება წინ კიდევ რამდენიმე დღეა და საახალწლო სამზადისს კიდევ ერთი ქართველი სელბრითი მოვწყვიტეთ. ამჯერად საახალწლო ტრადიციებისა და 2016 წლის გეგმების შესახებ შორენა ბეგაშვილი მოგვიყვება, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჩვენთვის დრო მაინც გამონახა.
სად ხვდები ახალ წელს?
– იცით ახლა ისეთ გადარბენებზე ვარ, რომ ჯერჯერობით არ ვიზი ზუსტად სად შევხვდები. ალბათ სახლში შევხვდები და მერე წავალ მეგობრებთან ერთად სადმე. დაგეგმილი არაფერი არ მაქვს. არასდროს არ ვგეგმავ. ყოველთვის სპონტანურად ხდება ხოლმე. ზოგადად სახლში აღვნიშნავ ხოლმე ახალ წელს, ზოგჯერ კონცერტებზეც, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი უკვე სახლში. ადრე საახალწლო კონცერტებზე ვხვდებოდით ხოლმე ყველა და ახლა უკვე სახლში ვხვდები და მერე გავდივართ მეგობრებთან. იხილეთ ვრცლად…