ბრიტანული დაზვერვა განმარტავს მიზეზს, რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთზე შეტევისთვის აგროვებს ჯარებს და სრულმასშტაბიანი სახმელეთო იერიში ქარხანაზე, სავარაუდოდ, გამოიწვევს მნიშვნელოვან დანაკარგებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს საბრძოლო ეფექტურობას.
უწყების ინფორმაციითვე, მასიური დაბომბვა გრძელდება დონბასის აღმოსავლეთით, რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას, მათ შორის პოპასნაიასკენ. მათივე ცნობით, რუსეთს თავის გაფუჭებული ტექნიკა სარემონტოდ, რუსეთში გაჰყავს.
შეგახსენებთ, პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გაუქმების ბრძანება გუშინ გასცა, თუმცა ბრძანა, რომ გააძლიერონ მისი ბლოკადა ისე, “ბუზიც ვერ შეფრინდეს”.
ქარხანაში აზოვის ბატალიონის მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება ისინი თვეზე მეტია ქარხნის აფარებენ თავს რუსულ ჭურვებს. უკრაინა მშვიდობიანი მარიუპოლელების ქალაქიდან ევაკუაციას ითხოვს და მსოფლიოს ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართავს, რუსეთი კი მხოლოდ ულტიმატუმებით საუბროს და “აზოვის” ბატალიონს მებრძოლებისგან იარაღის დაყრას მოითხოვს. აზოველები ულტიმატუმებს არ თანხმდებიან და იარაღს არ ყრიან.