LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება

220

სიყვარული საკმაოდ რთული ემოციონალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას, რაც დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ ჩვეულ მოვლენებს.

მაშ ასე, რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება?

* ისინი აანალიზებენ სხვების და საკუთარ გრძნობებს

ჭკვიან ადამიანებს ბრწყინვალედ შეუძლიათ ინფორმაციის შეგროვება და დასკვნების გაკეთება. თუმცა, ამგვარი უნარი ზოგჯერ მათ წინააღმდეგ მოქმედებს. პირველივე კამათის შემდეგ ისინი მსუბუქად და სინანულის გარეშე ტოვებენ პარტნიორს, რადგან მიიჩნევენ, რომ თუ არაა ურთიერთგაგება, მაშინ ვერც ურთიერთობა შედგება.

* გულწრფელობისთვის მათ ძალიან დიდი დრო ჭირდებათ

გონება არასდროს წყვეტს მუშაობას და მუდმივად იმ დეტალებსა და მიზეზებზე ფიქრობს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ურთიერთობის განვითარებას. ჭკვიან ადამიანებს უჭირთ გაიხსნან და იყვნენ გულწრფელები, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი ურთიერთობა რისკთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ისინი ცივი და გულგრილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვენებ, რაც საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა მათზე.

* ისინი ძველ გამოცდილებას ითვალისწინებენ

კიდევ ერთი მახე, რომელშიც ჭკვიანი ადამიანები ებმებიან – მათ უჭირთ დაიჯერონ, რომ ახალი ურთიერთობა ძველის მსგავსად კრახით არ დასრულდება, კარგად ახსოვთ როგორი მტკივნეული იყო განშორება და ძველი გამოცდილება იმ ადამიანებზე გადააქვთ, ვისთანაც მოცემულ მომენტში ურთიერთობენ.

* მარტოობა მათი შეგნებული არჩევანია

ჭკვიანი ადამიანებისთვის მარტოობა უფრო კომფორტულია და ვიდრე ”უცხო ადამიანის” გვერდით ყოფნა. ჭკვიანი ადამიანების უმრავლესობა მთელი ცხოვრება მარტოა, რისი მიზეზიც არა გარე ფაქტორები, არამედ მხოლოდ მათი გააზრებული არჩევანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g