ყოფილი ტელესახე ხატია სიჭინავა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მღვდლებს შორის დაპირისპირება, მას ღმერთის მიმართ რწმენას ვერ დააკარგვინებს.
„რატომ უნდა დამიკარგოს ღმერთის რწმენა მღვდლების ჩხუბმა ?!
საერთოდ არაფერი საერთო არა აქვს, ამ ხელჩართულ ბრძოლას ჩემს რწმენასთან !
არც კი მაინტერესებს, რას ვერ იყოფენ !!
ყველა თავის ჯვარს ზიდავს და ყველას ღმერთისგან მოეთხოვება პასუხი !
რა შუაში ვარ ან მე, ან რომელიმე თქვენგანი ?!
თუ ღმერთი მოდური აქსესუარი არ გგონია, შენ შენს ეკლესიას მიხედე გულში და ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ძალას, იქაც მსგავსი არეულობა მოგიწყოს, რასაც ხილულად გაჩვენებს !!“, – წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბზობის დღესასწაული ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა
არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე – ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა
ყველა პირი დაიკითხება – შსს-მ სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო