LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე – ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა

228
ვარლამ

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოში ჩავიდა.

მასთან ერთად არიან ნამავანჰესის აშენების წინააღმდეგ აქციების სხვა ლიდერებიც.

როგორც გოლეთიანმა ჟურნალისებთან საუბარში აღნიშნა, ის მხარეებად არავის ყოფს და უნდა, რომ ეპარქიაში ცხოვრება მშვიდობიანად გაგრძელდეს.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აქ მიმდინარე პროცესს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო. არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე. მხარს  ვუჭერთ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას. იმედია, ასეც იქნება. წირვის დასრულებამდე აქ ვიქნებით და დავუბრუნდებით ჩვენი პროტესტის ადგილს. სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობის დღესასწაულს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან.

ამავე თემაზე:

მე იქით შევწირე ყველაფერი დადიანებს და საპატრიარქოს, ჩემი ორგანიზებული არაფერია – კეკუტია

ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g