LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?!.. ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო“ – ნიკა გვარამია

938
fot (5)

ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაწყვეტილებას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე არ ეთამაშა, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.

„ძალიან არ მომეწონა კვარაცხელიამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა…არ მინდა გაამპარტავნდეს” – ალეკო ელისაშვილი

თავად ხვიჩამ განმარტა, რომ ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია მოკლე დროში კვლავ მაღალი რანგის შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.

ხვიჩა კვარაცხელიას გადაწყვეტილებასა და არაერთგვაროვან გამოხმაურებებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

"აცალეთ ამ ბიჭს ცხოვრება, თქვენ ასე ჰაიჰარად რომ უდგებით საკითხს ამიტომაცაა, რომ პროფესიონალური მიდგომები საქართველოში ვერ მკვიდრდება" - რას წერს ზაალ ჯალაღონია ხვიჩა კვარაცხელიაზე

პოეტი, ლიტერატორი ზაალ ჯალაღონია სოციალურ ქსელში ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აგორებულ ამბებს ეხმაურება და მის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. 

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით – უკეთესი.

მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი – გინდა ასე შეხედე, გინდა ისე“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. პენალტების სერია მეტოქემ 4:3 მოიგო.

„მთელი ევროპა გაოგნებულია.. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომლის ახალგაზრდულ ნაკრებსაც ამდენი ქომაგი ჰყავს, კაცს რომ ცრემლი მოადგება წაგების გამო, ის არის ღირსეული ქართველი“ – დათო ტურაშვილის ემოციური მიმართვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები