თუ ოდესმე პორტუგალიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, აუცილებლად ესტუმრეთ შესანიშნავ სანაპირო ზოლს, Costa de Caparica. შესანიშნავი პლაჟისა და მცხუნვარე მზის გარდა, სანაპიროზე შეგიძლიათ დატკბეთ იმ ულამაზესი და უცნაური კოტეჯებით, რომლებიც ალაგ-ალაგ, ერთმანეთისგან მოშორებით, სოკოებივით არის წამოჭიმული.







