LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ჩაირთო საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსში გაზი – „თბილისი ენერჯის“ განმარტება

110
თბილისი ენერჯი

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად გათიშული აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენის პროცესი ინტენსიურად გრძელდება.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე გაზმომარაგება სრულად აღდგენილია ვაკის რაიონში.

კახა კალაძე: „მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება“

ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილისი ენერჯის“ ქსელზე მომხდარი დაზიანების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება. „იყო ვარაუდი, რომ, შეიძლება, მესამე პირის […]

„საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76 700 აბონენტს ამ დროისთვის გაზი უკვე მიეწოდება. აქტიური სამუშაოები გრძელდება. რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g