როგორც უნდა მოვიქცეთ მანამდე სანამ სახლში გათბობას ჩავრთავთ, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ გვიზიარებს.
ზამთრის სეზონის დაწყებამდე, ვიდრე ცენტრალურ გათბობას ან გამათბობელს ჩართავთ, აუცილებელია შეამოწმოთ გაზზე მომუშავე დანადგარები რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს.
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ეს მომსახურება უფასოა კომპანიის აბონენტებისთვის. ამისთვის საჭიროა დარეკოთ თბილის ენერჯის ცხელ ხაზზე 2404004.
როგორ მოიხმაროთ გაზი ეკონომიურად ზამთრის სეზონზე, კომპანიის სპეციალისტების რჩევით, ამისთვის მნიშვნელოვანია სახლს ჰქონდეს კარგი თბოიზოლაცია.
გათბობის ჩართვამდე, აუცილებლად შეამოწმეთ რადიატორები, სადაც ხშირად გროვდება ჰაერი. ამ დროს რადიატორი არ თბება სათანადოდ, შესაბამისად გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ეს კი თვის ბოლოს მეტ გადასახადს ნიშნავს. რადიატორების ჰაერისგან დაცლა შესაძლებელია მარტივად. ამისთვის რადიატორზე არსებული ონკანი უნდა გახსნათ და როგორც კი წყალი დაიწყებს დენას გადაკეტოთ.
