LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ხერხდება კლასში ბავშვების ქცევის მართვა – თამარ გაგოშიძე დღეს ყველაზე აქტუალურ კითხვას პასუხობს

2209
თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ ხერხდება საკლასო გარემოში ბავშვის ქცევის რეგულირება, ამ თემაზე ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ „იმედის დღის” ეთერში ისაუბრა:

„იცით, რა ჩივილით მოდიან ახლა მშობლები და რა პრობლემებით ამისამართებენ მასწავლებლები? ქცევის რეგულაციის პრობლემით, კლასში ბავშვების ქცევის მართვა ვერ ხერხდება. ერთი, რომ მასწავლებელმა არ იცის და მეორე, რომ ბავშვებმა არ იციან თვითრეგულაცია, არავინ მათ არ ასწავლა. სწორედ ამიტომ, ორი წლიდან ჩვენ ბავშვს უნდა დავუწესო ჩარჩოები, არანაირი ყვირილი და ცემა-ტყეპა – როცა ორი წლის ბავშვი ტირის და მოთხოვნა აქვს, რომ სანამ არ მიიღებს იმას, რაც უნდა, იქამდე უნდა იტიროს. აი ამ დროს იმ რაღაცას რომ არ მისცემ და არ გეგონება, რომ მას უზიანებ ნერვულ სისტემას, ყველაფერი თავისით დალაგდება.

ბავშვი იმიტომ არის, რომ უნდა იტიროს, ის მანიპულირებს ჩვენით და თუ ამას არ მივყვებით, ბავშვი თავისით ირჩევს, ან დახურავს ამ ფურცელს და გადადებს გვერდზე, ან არ ექნება ის, რაც უნდა. ამას ჰქვია ჩარჩო, მაგრამ აქ არის მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ემოციური მხარდაჭერა, რაც ბავშვებს დღეს აკლიათ. ის კი არა, რომ მშობელი არ ეფერება, ემოციურად ხელმისაწვდომი მშობელი უნდა არსებობდეს. საბავშვო ბაღიდან რომ მოდის ბავშვი რას ეკითხები: რა ჭამე? ამ დროს უნდა კითხო, რა ეწყინა, რა გაუხარდა, ჩვენც ჩაქოლილი გვაქვს ეს ემოციები და ამას ბავშვსაც არ ვასწავლით.

დღეს მოდაშია უკვე ლაპარაკი სოციალურ-ემოციურ სწავლაზე. ჭკუის სწავლა და ლოზუნგები ადვილია, მაგრამ თუ ეს ჩვენი ხელით არ გავაკეთეთ, არაფერი გამოვა” – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g