ელენ დეჯენერესი შემთხვევით არ ითვლება თანამედროვეობის ყველაზე პოპურალურ ტელეწამყვანად, რადგან მისი მოხერხებულობის და ნაცნობთა ფართო წრის მართლაც ნებისმიერს შეშურდება. მრავალრიცხოვანი კონტაქტების წყალობით, ელენი ვერც კარანტინის დროს იცლის მოსაწყენად და ერთგვარ ყოველდღიურ გასართობ შოუებს აწყობს ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით. მორიგ გამოშვებაში დეჯენერესი ძველ მეგობარს ჯენიფერ ენისტონს დაუკავშირდა, რათა მისგან შეეტყო რას საქმიანობდა და როგორ ეგუებოდა თვითიზოლაციას?
,,წინა საუბრის შემდეგ, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, ისევ ჩემს უზარმაზარ კარადას ვალაგებ, რომელსაც დასასრული არ უჩანს”, – აღნიშნა ენისტონმა, რომელიც სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით, სახლში დარჩენას ამჯობინებს და მთელ დროს მის მოწესრიგებას უთმობს, რაც საკმაოდ თავშესაქცევი საქმიანობა აღმოჩნდა, თუ არ ჩავთვლით შინაურ ცხოველებეს, რომლებიც მუდმივად ურევენ ჯენიფერის დალაგებულ სახლს.