2015 წელს წინა წელთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა, რძის წარმოება კი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 190 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია; ხორცის წარმოება 11.4 ათასი ტონა იყო – 1.8 %-ით მეტი 2014 წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით. 2015 წლის პირველ სამ კვარტალში 9.2%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოება და 138.8 მილიონი ცალი შედაგინა.
მათივე ცნობით, იგივე პერიოდში 3%-ით გაზრდილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 8.4%-ით ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა, ხოლო ღორის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 23.5%-ით აღემატება. თითქმის 9%-იანი მატებაა ფრინველის რაოდენობაშიც.