LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს – გაიგეთ, რა დაგხვდებათ ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელ გზაზე

134
121329026-4744959795544558-511950060903115059-o

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 5.9 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი, რომელზეც მოეწყობა გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.

პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე ადგილების და გადასახედების მოწყობასაც.

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურმატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო ტურისტები ისარგებლებენ გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g