მადრიდის ”რეალმა” მილანში სტადიონთან ახლოს მდიდრული სასტუმრო დაჯავშნა.
ასეცაა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის კომფორტულად უნდა მოემზადო.
მადრიდელები გაჩერდებიან სასტუმრო Radisson Blu-ში, რომელიც ”სან სიროდან” 6 კილომეტრშია. სასტუმროში ”სამეფო კლუბის” ფეხბურთელები, მწვრთნელები და თანამშრომლები თამაშამდე 24 საათით ადრე მივლენ.
სასტუმროში 250 ნომერია, ყველაზე ძვირი ერთი ღამით 800 ევრო ღირს.
რა შეხსენება უნდა, რომ მადრიდული კლუბები ”რეალი” და ”ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალს მილანში 28 მაისს ითამაშებენ.