LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 500 მილიონი გამომწერი

121
380195825_643314254602317_1911559614970058690_n

მადრიდის „რეალმა“ სხვადასხვა სოცქსელებში 500 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა.

მადრიდელებმა აცნობეს, რომ Blinkfire-ის მონაცემებიდან გამომდინარე, არცერთ სხვა სპორტულ კლუბს ვერ მოუხერხებია ასეთი ნიშნულის მიღწევა. ასე რომ, „რეალმა“ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„რეალს“ 37 ოფიციალური მომხმარებლის ანგარიში (ე.წ. ექაუნთი) აქვს, რომელიც ამ ბრენდს აერთიანებს (კალათბურთის ჩათვლით) და პლუს ფილიალებისთვის. გვერდები შვიდ ენაზეა.

„ჩვენ ყველაზე ნახვადი საიტი გვაქვს საფეხბურთო გუნდებს შორის – 8.9 მილიონი ვიზიტი თვეში“, – დაამატა „რეალის“ პრესსამსახურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები