LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ: ალეკო ელისაშვილი IRI-ის კვლევებს აფასებს

93
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ დეპუტატმა “საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შეფასებისას თქვა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი უნდა დასრულდეს, ვინაიდან მას ელისაშვილის შეფასებით, აზრი არ აქვს.

“IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ პოლარიზაცია დასასრულებელია, ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს. ამას უნდა მიხვდეს ყველა. რეალობის აღქმა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ. დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g