ინტერნეტში პენელოპა კრუსის მონაწილეობით ახალი ფილმის თრეილერი გავრცელდა. ეს გახლავთ კანის კინოფესტივალის ლაურიატი რეჟისორის, ოილივიე ასაიასის ფილმი Wasp Network, სადაც პენელოპასთან ერთად მთავარ როლებს გაელ გარსია ბერნალი და ანა დე არმასი ასრულებენ.
ახალი ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ის ფერნანდო მორაისის რომანის მიხედვით გადაიღეს. ფილმი კუბური სპეცსამსახურების თანამშრომლების ისტორიას გვიყვება, რომლებსაც 1998 წელს მაიამიში აპატიმრებენ. კუბის მთავრობა მათ ამერიკაში ტერაქტის აღკვეთის მიზნით აგზავნის და უეცრად სპეცსამსახურის თანამშრომლები აფიორის მსხვერპლნი ხდებიან. ფილმის პრემიერა გასულ წელს შედგა, თუმცა დიდ ეკრანებზე ის მარტში გამოდის.