LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალურად, მშენებლობიდან გადმოვარდნა არ იყო – რა მოხდა ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა

239
BeFunky-collage (29)

რეალურად, მშენებლობიდან გადმოვარდნა არ იყო, იქ დასაქმებული ადამიანი ლიფტის შახტაში ჩავარდა, – ამის შესახებ “ფორტუნას” პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, მისი ინფორმაციითა და პირველადი მონაცემით, სამშენებლო ობიექტზე ორი ტიპის დარღვევა იკვეთება.

“მომხდარზე სრულყოფილი გამოძიება არ არის დასრულებული და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველადი მონაცემები. მოკვლევაში ჩართულია ჩვენი შრომის ინსპექცია. ორი ტიპის დარღვევაა – იმ ადგილზე ფიზიკურ პირს არ უნდა ჰქონოდა წვდომა და არ უნდა მდგარიყო. ლიფტის შახტები არის გადახურული, იმისთვის, რომ ადამიანი არ ჩავარდეს ანუ კონკრეტულად მაგ მოწყობილამდე არ უნდა მივიდეს.

ამავდროულად, დამსაქმებლის, სამუშაოს მწარმოებლის მხრიდან ეს უნდა ყოფილიყო ხიმინჯებით შემოზღუდული, რათა იქ ადამიანი არ მისულიყო. ასეთია პირველადი მონაცემები და დანარჩენს უკვე გამოძიება გვიჩვენებს”.- განუცხადა “ფორტუნას” ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოხმდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

magti 5g