ნებისმიერ წარმატებულ ბრენდს სურს, რომ მარტივი და ადვილად ცნობადი ლოგო შექმნას. არსებობს ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს ცნობილ ღირსშესანიშნაობას გამოხატავს. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ადგილს:
ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმანია) – Walt Disney Pictures, 1985–2006
ნოიშვანშტაინი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასახლეა. უოლტ დისნეი მისით იმდენად მოიხიბლა, რომ ის მისი კომპანიის სიმბოლო გახდა. შესსაბამისად, ის ფაქტი, რომ „მძინარე მზეთუნახავი“ ამ შენობაში ცხოვრობს, აღარავის უკვირს.
იუსეს სასახლე (საფრანგეთი) – Walt Disney Pictures, 2006-დღემდე
2006 წელს „დისნეის“ ლოგოტიპი შეიცვალა. ახალი სასახლე უფრო მაღალი და მოცულობითი გახდა.
მატერჰორნის მთა (შვეიცარია/იტალია) – შოკოლადი Toblerone
შოკოლად Toblerone-ის ლოგოზე გამოსახული მთა არაფერში აგერევათ. მატერჰორნის წვერში მდებარე პირამიდის ფორმის მთა ალპების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვერვალია. სხვათაშორის, მთა არამარტო ტკბილეულის ლოგოზე, არამედ მის ვიზუალზეც აისახება. შოკოლადის უჩვეულო ფორმა მატერჰორნის მინი-ასლს წარმოადგენს.
კაპიტოლიუმი (აშშ) – ჰოკეის გუნდი „Washington Capitals”
ერთი შეხედვით, რა შუაშია კაპიტოლიუმი? მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, შენობის ზედა ნაწილი ემბლემის ქვედა მხარეს არის განთავსებული, რაც არაჩვეულებრივ ასოციაციას ქმნის.
ხიდი „ოქროს ჭიშკარი“ (აშშ) – Cisco Systems
ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერული გადაწყვეტილებაა, რომელიც გეოგრაფიას უკავშირდება. კომპანიის ეს მინიმალისტური ლოგოტიპი სან-ფრანცისკოს ცნობილი ხიდის გამოსახულებას წარმოადგენს. თავად სახელწოდება cisco-ც San Francisco-ს შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს.
პრინც რუპერტის კოშკი (დიდი ბრიტანეთი) – საფეხბურთო კლუბი „ევერტონი“
ერთი შეხედვით არაფრით განსხვავებული კოშკი ქალაქ ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, კონკრეტულად კი კლუბ „ევერტონის“. დღესდღეობით მის გარეშე კლუბის წარმოდგენა შეუძლებელია.





