LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა“ – ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

140
ფორტუნა - 2023-09-03T163239.887

ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას.

კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები.

„ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.

იხილეთ ვრცლად:

„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g