კოვიდინფიცირებულმა თამუნა თანდაშვილმა, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციიდან ხშირად გვაწვდიდა ინფორმაციებს, სოციალურ ქსელში 20 წლის ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა ის კორონავირუსის მძიმე ფორმით, საავადმყოფოში მოათავსეს.
“რეანიმაციაში მოიყვანეს, დიდი თვალებით. მოვეფერე, მოვუყევი რას გაივლის, სად არ უნდა შებორძიკდეს და გამაგრდეს!
ფეხბურთელია და გამარჯვების ჟინი ექნება! კოვიდ ომს მოიგებს, მასზე ყველა იზრუნებს.
ფერიცვალებას გილოცავთ! ძალა მოგვცეს უკეთესი ცვლილებებისთვის
გადაარჩინე და გადარჩები.. ვიცრებით”,-წერს თამუნა თანდაშვილი ფეისბუქში.