თუ მსხვილ ბიზნესში ვინმე ფიქრობს, რომ ოლიგარქიულ რეჟიმში ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა არის საკუთარი წარმატების რეცეპტი, გადახედოს უახლესი რუსეთის და ბელარუსის ისტორიას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს.
გიორგი ქადაგიძემ გადაცემა „რედაქტ 2“-თან ინტერვიუში მსხვილი ბიზნესი გააკრიტიკა და თქვა, რომ არ არსებობს ოლიგარქიულ რეჟიმში არანაირი წარმატება და თუ ვინმეს რამე წარმატება აქვს, ესაა ძალიან მოკლევადიანი და საბოლოო ჯამში, რეჟიმი ყველასთან მივა და ყველას კარებზე დააკაკუნებს.
„გასაგებია, რომ არავის უნდა ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირება, მაგრამ არის წითელი ხაზები, როცა საქმე მორალს და ღირსებას ეხება. სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არის დამღუპველი “, – დასძინა ქადაგიძემ „რედაქტ 2“-თან ინტერვიუში.