„რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა“ ,– ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: „უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ გაიზიარონ ფასეულობები და მომავალ წელს ისინიც იყვნენ ამ მსვლელობის მონაწილეები“
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი საზოგადოების მიმართვისას პრემიერმა თქვა, რომ ტრადიციული ფასეულობებისთვის ბრძოლა გრძელდება და „ეს ბრძოლა არ არის იოლი“.
მისივე თქმით, „რეალურად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა“:
„რეჟიმს, რომლის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, რომლის პირობებში დედები ტოვებენ შვილებს და მიდიან ემიგრაციაში, რომლის პირობებშიც საქართველოში ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ რამის და ვინმეს დაცვაზე. რეალურად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა“, – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.