LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორ დათო დოიაშვილის ქალიშვილი ბერკლიში სწავლობს (ვიდეო)

201

რეჟისორ დათო დოიაშვილის უფროსი ქალიშვილი, ანა, რომელიც ჯგუფ „ქუინთესენსის“ ყოფილი წევრიც გახლავთ, ბერკლიში სწავლობს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში ის ვოკალს შეისწავლის.

სანამ მუსიკალურ სასწავლებელში გამეგზავრებოდა, ის საქართველოში ისვენებდა. გამგზავრებამდე ცნობილ  ქართველ მუსიკოსებთან: პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ცნობილი ჯაზსტანდარტი – „No More Blues“ ჩაწერა და მასზე ვიდეოც გადაიღო, რომელსაც სოცქსელში უამრავი გაზიარება აქვს.

ანა წერს:

„ძალიან სწრაფად გავიდა ეს ზაფხული!

სწრაფიც იყო და ნაყოფიერიც. ჩავწერე რამდენიმე სიმღერა, გავაკეთე დისკი. სწორედ ერთ-ერთი სიმღერით მინდა დავემშვიდობო ჩემს თბილისს და მეგობრებს <3.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას: Bravo Records და განსაკუთრებით ბატონ Zaza Shengelia-ს, George Gvarjaladze, Manana Morchiladze, Giorgi Tetiashvili Tetika, Tamara Potsxishvili, Chele Alex, Nika Lomidze buxo.

პაატა ანდრიაძე, Levan Deisadze, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე – უღრმესი მადლობა თქვენ!

გემშვიდობებით მომავალ ზაფხულამდე“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g