მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწა საკუთრებაში 450 000-ზე მეტმა მოქალაქემ წარმატებით დაირეგისტრირა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.
სააგენტოს ცნობითვე, კანონი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ძალაშია 2018 წლის 1 ივლისამდე.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ : https://napr.gov.ge/p/1708