რეგიონები უნდა გავაძლიეროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ხელი დაატყო ყველა რეგიონს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თელავში, კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
“წინ ბევრი გამოწვევაა და აუცილებელია, ერთობით შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება”
„ საუკუნის წინ თუ უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის გმირებმა შექმნეს ბრწყინვალე საფუძველი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ ოკუპაცია და გავაგრძელოთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. “, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კუჭავამ გამოსვლისას აღნიშნა, რომ თელავი განსაკუთრებულად გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი.
“ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო. აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისი ხელი დაატყო ყველა რეგიონს. თელავი ნამდვილად გამორჩეულია ამ კუთხით – მხოლოდ მეღვინეობაზე რომ არ ვისაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და პირველია, აქაურობა გამორჩეულია ხელოვნების, კულტურის, სპორტის კუთხით.” – განაცხადა კუჭავამ
ჩვენ გვყავს მერობის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი გუნდი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას. თელავი გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.