„რეგიონებს შორის უთანასწორობა ჩვენი გამოწვევაა,“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში გააკეთა, სადაც თვითმმართველობის რეფორმის საკითხს საერთაშორისო ორგანზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად იხილავენ.
როგორც პრემიერმა არნიშნა, 2014 წელს ხელისუფლებამ თვითმმართველობის კოდექსის მიღებით ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რაზეც შემდგომი რეფორმა უნდა დაშენდეს.
„ეს არის საშუალოვადიანი, დროში გაწერილი ხედვა, თუ როგორ გადავჭრათ რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის პრობლემა. ჩვენი ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ რეგიონში იყოს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და ამ გადაწყვეტილების მიღების რესურსი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხედვა ემყარება სამ პრინციპს: თვითმმართველობის უფლებამოსილების გადანაწილებას, ფინანსური რესურსსა და გამჭვირვალობისა და ჩართულობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას.
ამ წუთებში პარლამენტი მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც თვითმმართველობის რეფორმის საკითხს განიხილავენ. ღონისძიებაში პარტლამენტთან ერთად ერთად მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი.