Ryanair-მა თვითმფრინავს კრიშტიანო რონალდოს სახელი უწოდა. ირლანდიურ ავიაკომპანიას ამ გზით ფეხბურთელისთვის ბოლო დროინდელი წარმატების მილოცვა სურდა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რონალდოს სახელი მადეირას საერთაშორისო აეროპორტსაც დაარქვეს. რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან ავიაგადამზიდს, ის ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება.