LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა “ურთიერთობების ნორმალიზებაზე” ისაუბრეს

90
-2021-04-25_08-10-46_154420

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო მოლაპარაკება შედგა. აღნიშნულის შესახებ ფაშინიანი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

“თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას”, – წერს ფაშინიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g