საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რეზიდენციაში მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი დიპლომატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც თურქული მედიასაშუალებები წერენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო.
ცნობისთვის, საქართველოს ელჩთან ერთად თურქეთის პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში ესპანეთის ელჩსაც უმასპინძლა.