LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“ – ერდოღანი თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაზე

134
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა“, – ამ განცხადებით თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს გამოეხმაურა.

როგორც მანვე აღნიშნა, თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა.

„დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა.

„ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“. – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო ჯამში, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები