LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრამ 1500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, განადგურდა 3 ათასამდე შენობა

164
თურქეთი და სირია

თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ჯამში 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დროის მონაცემებით, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და სამაშველო სამუშაოები, რომელში 9 ათასამდე თანამშრომელია ჩართული. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ.

ერდოღანი თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა.

როგორც მანვე აღნიშნა, თურქეთის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრი დედაქალაქ ანკარაშია და მას ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ხელმძღვანელობს.

ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დიდი კატასტროფაა ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში, საზღვართან ახლოს, გამთენიის 4 საათზე მოხდა. მოგვიანებით ბიძგები განმეორდა, რომელთა სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები