LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

182
თურქეთი მიწისძვრა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ.-ის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ, 7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში: დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი

ერდოღანი თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება

პრეზიდენტი: ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g